„გუშინ იყო ჩემი გატაცების მცდელობა“ - ბიზნესმენი ელიზბარაშვილი მანქანის ნომერს აქვეყნებს

„გუშინ იყო ჩემი გატაცების მცდელობა“ - ბიზნესმენი ელიზბარაშვილი მანქანის ნომერს აქვეყნებს

ბიზნესმენ და ცხოველთა თავშესაფრის მფლობელ თამაზ ელიზბარაშვილს გუშინ იტაცებდნენ. ამის შესახებ თავად ბიზნესმენმა დაწერა:

"მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დღეს 00:30 სთ-ზე, სავარაუდოდ, მცდელობა ჰქონდა ჩემს გატაცებას, რისგანაც შემთხვევით ერთმა კეთილმა ადამიანმა გადამარჩინა. მანქანის ნომერია PKP-362, ვერცხლისფერი BMW X5. დავრეკე საპატრულო პოლიციაში, ახლა მივდივარ ვაკის რაიონის პოლიციაში".

მოგვიანებით, სოციალური ქსელითვე თამაზ ელიზბარაშვილმა კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა:

"ეხლა გამოვედი ვაკის პოლიციიდან, ახალ გზაზე რომ არის. პასუხი ვერ გამცეს, ვინ არის ამ მანქანის მფლობელი, რომელსაც ჩემი გატაცება უნდოდა".