"ნიკა გვარამიას ჰგონია, რომ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები მისი გამოზრდილ-გამოწრთობილია"

"ჩამაბარეთ ეს ირაკლი ჩიხლაძე, დაჟე მაგისგან დავაყენებ კარგ ჟურნალისტს, I promise!", - ამ სტატუსს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელის გვერდზე წერს, რომელიც, როგორც ჩანს მიიჩნევს რომ ტელეკომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტები, მისი გამოზრდილ-გამოწრთობილია. გვარამია ამ პოსტით ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ჟურნალისტები ირაკლი ჩიხლაძე (იმედი), ეკა კვესიტაძე ("რუსთავი 2) და დიანა ტრაპაიძე (ტვ პირველი) იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამიას ამ პოსტს თავად ტელეკომპანიის წარმომადგენლის ძალიან მცირე რაოდენობის მოწონება აქვს. დანარჩენი ე.წ. დამლაიქებლები კი ტელეკომპანიას არ წარმოადგენენ. როგორც ჩანს, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებისთვისაც არ აღმოჩნდა გვარამიას დამოკიდებულება მისაღები.