„ტოლობის ნიშანი დასვა თავისსა და ფარცხალაძე, პლანის პლანტაციებსა და კორუფციას შორის“ - უტიაშვილი ივანიშვილზე

„ტოლობის ნიშანი დასვა თავისსა და ფარცხალაძე, პლანის პლანტაციებსა და კორუფციას შორის“ - უტიაშვილი ივანიშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა ეკა კვესიტაძესთან საუბრისას შოთა უტიაშვილი არაერთხელ ახსენა და ასევე, მისი მხრიდან უტიაშილის ოჯახის მიმართ გარკვეულ მუქარასაც ჰქონდა ადგილი:

„გასაგებია, რაც უნდოდა. უნდოდა ეთქვა, რომ არაფერი შეგეშალოთ, მე ისევ ის ბიძინა ვარ, ყოვლისშემძლე, ჩემი მტრები უნდა ძრწოდნენ ჩემი შიშით და ვინც ჩემთან იმეგობრებს, ყველაფრის უფლება ექნება. ეს ჩემი დაუსრულებელი ლანძღვაც იმიტომ იყო რომ, ეკა "დაეჩმორებინა" და ვიზუალურად ეჩვენებინა, რამდენად ძლიერია. მაგრამ ბოლოს რა გამოუვიდა, ტოლობის ნიშანი დასვა თავისსა და ფარცხალაძეს, თავისსა და პლანის პლანტაციებს და თავისსა და ელიტარულ კორუფციას შორის. აიტანს ამდენ ნაგავს? ვნახოთ“, - წერს უტიაშვილი.