"ავტორიტარულ მმართველს თავისუფალი სიტყვის ეშინია, ეს არის ტიპიური არქიფო სეთური"

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება და მის გამონათქვამებს „ტიპიური არქიფო სეთურის“ ნათქვამებს უწოდებს.

რურუა მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა გუშინდელი ინტერვიუთი ნიღაბი ჩამოიხსნა და საზოგადოებას აჩვენა, რომ ბოლო წრეზეა:

“ერთი სასარგებლო გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ, თუ რამხელა ღირებულება აქვს თავისუფალ სიტყვას, რამდენად ეშინია ავტორიტარულ მმართველს, ოლიგარქს თავისუფალი სიტყვის, ამიტომ ის ძალიან ემტერება მას. მან საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა გუშინ ხალხს, როდესაც უთხრა ყველას, რომ თუ გაითიშება „რუსთავი 2“, ყველა იგრძნობს აღმავლობას ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ტოტალური გასაჭირია ქვეყანაში, ეს არის ტიპიური არქიფო სეთურის ნათქვამი და ძალიან მიხარია, რომ ივანიშვილმა საბოლოოდ გვაჩვენა, რომ ის ბოლო წრეზეა, ცამოიხსნა ნიღაბი“, - აღნიშნა ნიკა რურუამ.