10 მილიონი დოლარი პრეზიდენტობის სანაცვლოდ - ბურჭულაძე ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს

10 მილიონი დოლარი პრეზიდენტობის სანაცვლოდ - ბურჭულაძე ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს

მსოფლიო ბანი ბურჭულაძე ადასტურებს, რომ მასსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა 2012 წელს მართლაც შედგა. ბურჭულაძის განცხადებით, სწორედ ამ დროს შესთავაზა მას პოლიტიკაში ერთად შესვლა. კერძოდ ბურჭულაძის თქმით, ივანიშვილი მას პრეზიდებტობაზე დათანხმების შემთხვევაში, 10 მილიონ დოლარს სთავაზობდა.

„იყო შემოთავაზება, რომ პრეზიდენტი მე ვყოფილიყავი პრემიერი კი თვითონ. თანხა თვითონ დაასახელა და ეგ იყო ზუსტად ის თანხა რაც თქვა, 10 მილიონი“-ამბობს ბურჭულაძე.

ივანიშვილის თქმით პაატა ბურჭულაძესთან კითხვები მხოლოდ გამოძიებას არ აქვს და მასაც აინტერესებს იყო თუ არა კანონიერად გახარჯული ფონდში შესული თანხა. ივანიშვილის თქმით, ფონდს მანაც შესწირა თანხა.