"ნამდვილად არ იყო მუქარის მესიჯები ივანიშვილის განცხადებაში"

„რუსთავი2-ზე ზეწოლად ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ნამდვილად ვერ  აღიქმება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირიქით შესთავაზა მათ, რომ ჩვენ დაგეხმარებით იმაში, თქვენ ოპონენტებიც ხშირად მოიწვიოთ  თქვენს ეთერში და გარკვეულწილად დააბალანსოთ თქვენი სიუჟეტები, ეს იყო  მთავარი არსი და ძალიან სამწუხაროა, როდესაც რუსთავი2-ის ჟურნალისტმა ეს აღიქვა ერთგვარ ზეწოლად ტელეკომპანიაზე.

ნამდვილად არ იყო მუქარის მესიჯები ივანიშვილის განცხადებაში, ეს ივანიშვილს არც ახასიათებს და ჩვენს  დღევანდელობაში მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი, ზედმეტად თავისუფალიც კი ცოტა რილიური გადახვევით თუ შევხედავთ იმიტომ, რომ მედია უფრო მეტად უნდა იყოს პროფესიონალური. ამაში ვხედავ მე პრობლემას და  არა იმაში, რომ  ვინმემ შეიძლება დღეს მედიაზე მოახდინოს ზეწოლა. ასბოლუტურად  თავისუფალია „რუსთავი2", აბსოლუტურად თავისუფალია  „ტვ პირველი", სხვა მედიასაშუალებებიც, უბრალოდ აქ არის პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე საუბარი და ძალიან კარგი იქნება, თუ  ხელისუფლების მხრიდან იქნება გარკვეული შეთავაზებები  ტელეკომპანიის მისამართით, რომ მათ უფრო დაბალანსებული ეთერი შესთავაზონ მაყურებელს",-ამბობს ვასილ კაპანაძე.