ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბიჯო! როგორი ხალხის მიკვირს მაგრად იცით? აგერ უყურებენ ბიძინა ივანიშვილთან ჟურნალისტების საუბარს და გადავაწყდი პოსტებს, თავის ჭკუით ძაან ირონიობენ და დასცინიან „იმედის“ ჟურნალისტ ბიჭს! – „ეგ მანდ მოწმეა?" „ბიჭო, გაიღვიძე" და ა.შ. კაცო! ვერ გავიგე, ეკა კვესიტაძესავით უნდა იხუნტრუცოს მაგანაც და მაშინ მოგეწონებათ?
ყველა 5 წამში რაღაც უნდა წამოიტლიკინოს ხოლმე და „დამელოდეთ! მაცალეთ!“ აძახებინოს კაცს და ეგაა მაგარი ჟურნალისტობა? თუ ვერ გავიგე რა გინდათ? კაცი ელოდება თავის რიგს და დასვა კითხვა და მოუსმინა პასუხს და შემდეგ „შებრუნებული“ კითხვაც დაუსვა... მაინცდამაინც უნდა იხუნტუცოს და იუზრდელოს? და ეგ გაგისწორდებათ მაგრად?
მართლა არ ხართ თქვენ, ბიძია კვესოზე მეტი ღირსი!“ - წერს ბაკურ სვანიძე.