ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩემი დედა ვატირე, ღმერთია მოწმე, არ მინდოდა სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა! მართლა ვამბობ! მაგრამ ამ წუთს მესმის ტელევიზორიდან ნიკა გვარამიას ხმა:- „თუკი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში გაიმარჯვებს მე პირადად მეორე დღესვე წავალ საქართველოდან სამუდამოდ!“ ვაიმე! ამის მერე როგორ არ მივცე ხმა სალომეს? ამაზე დიდი არგუმენტი და ამაზე ეფექტური პასუხი კითხვაზე: - რატომ უნდა მივცეთ ხმა სალომე ზურაბიშვილს? - განა არსებობს ბუნებაში? დედას ვფიცავარ, ზურაბიშვილის შტაბის უფროსი ვიყო, აუცილებლად გავაკეთებდი ასეთ ვიდეორგოლს: - დაიწერებოდა შავ ფონზე თეთრად ტიტრი „რატომ ვაძლევ ხმას სალომე ზურაბიშვილს?" და ეგრევე მოჰყვებოდა ნიკა გვარამიას კადრი - „თუ სალომე ზურაბიშვილი გიამარჯვებს, მე წავალ საქართველოდან სამუდამოდ!“ და ბოლოს ისევ ტიტრი - „აი, ამიტომ!" აი, ამ რეკლამის მერე დარწმუნებული ბრძანდებოდეთ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში პირველივე ტურში!“ - წერს ბაკურ სვანიძე.