იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი შეხვედრა ჟურნალისტებთან საინტერესოდ შეაფასა.
მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მიუხედავად უზრდელური დამოკიდებულებისა, ივანიშვილმა ყველა დასმულ კითხვას ამომწურავად და სრულყოფილად უპასუხა.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო საინტერესო. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელიც რესპონდენტიც არის, ასევე მედიატორობს დისკუსიების დროს, აიტანოს ყველანაირი შეკითხვა. უფრო მეტიც, არა მხოლოდ ისინი აიტანოს, არამედ დეტალური და ამომწურავი პასუხებიც გასცეს და აიტანოს ისიც, როდესაც მას უზრდელად ექცევიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში სამი ჟურნალისტის მიერ დასმულ მწვავე კითხვებს უპასუხა.