"ვინ ვის გამორთავს, მაგას დაგანახებთ!" - გვარამია უკვე ხელისუფლებას ემუქრება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს "ფეისბუქით" ეხმიანება:

„მოკლედ, დღეს გაირკვა, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველის აზრით ქვეყნის ნამდვილი არაფორმალური მმართველი მე ვარ. მერე რა, რომ მილიარდები არ მაქვს.

დღეს რომ "რუსთავი 2" გამორთო, ქვეყანაში აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ვერ ნახავთ - ამაზე მეტი სიმართლე ამას არ უთქვამს. ასე ფიქრობს და კი ცდილობს, გამორთოს, მარა ჩემი შიბლა...

ვინ ვის გამორთავს, მაგას დაგანახებთ“, - წერს გვარამია.