"როგორც ჩანს, ივანიშვილი რუსთავი 2-ის დახურვის გეგმას ისევ ამუშავებს"- ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის ჰქონდა რუსთავის ორის დახურვის მიზანი, თუმცა მან ეს ვერ შეძლო.

„პირდაპირი მუქარა ისმოდა "რუსთავი 2"-ის მიმართ. მან თქვა, რომ რაღაც პიარჯგუფები სხედან და ამუშავებენ გეგმას, როგორც უნდა შეაღწიოს საღმა აზრმა რუსთავი 2-ში.

ის გეგმა, რომელიც მას ჰქონდა დასახული რომ რუსთავი 2, ყველა მის ხელთარსებული რესურსით, ეს არ გამოუვიდა. ტელევიზია სტრასბურგის სასამართლომ იხსნა. როგორც ჩანს ეს გეგმა კიდევ მუშავდება“-ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2 ღიად დაემუქრა. "ქართული ოცნების" ლიდერმა გუშიუნდელ პრესკომფერენციაზე არხი 65-ჯერ გახსენა.

მისი თქმით, რუსთავი ორის გამორთვის შემთხვევაში "ქვეყანაში მეტი აღმშენებლობა მოხდება". ივანიშვილი ამბობს, რომ სპეციალური PR ჯგუფი უკვე მუშაობს, რომ რუსთავი 2-ის ეთერში გასული ინფორმაცია გაანეიტრალოს. ივანიშვილის თქმით, არხზე განსხვავებული აზრი უნდა შევიდეს.