"გამუდმებით ხდება საზოგადოების დეზინფორმაცია" - ივანიშვილის შემდეგ, უმრავლესობაც რუსთავი 2-ს ესხმის

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თავადასხმას "რუსთავი 2"- ზე უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ რუსთავი2-თან დაკავშირებით სახელმწიფო არაფერს გეგმავს.

"არავითარ მუქარაზე აქ საუბარი არ ყოფილა გამუდმებით ხდება საზოგადოების დეზინფორმაცია.

დიახ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია“ -ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი.

ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2 და მის სარედაქციო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი განმარტებით, ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ ტელეკომპანიაში განსხვავებული აზრი შევიდეს.