საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი გუშინ სამი ტელევიზიის სამ ჟურნალისტს შეხვდა, ეკა კვესიტაძესთან დისკუსიაში კი აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მიმართებით, საკუთარი გეგმები აქვს.
ივანიშვილის მუქარას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმართ, „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით უსუფაშვილი ეხმაურება:
„მას სჭირდებოდა, რომ დღეს ვინმე გამოეცხადებინა დამნაშავედ იმაში, რომ დღეს თურმე ჩვენ კარგად ვცხოვრობთ და ამას ვერ ვხვდებით. ბუნებრივია აქ „რუსთავი 2“ არის ეჭვმიტანილი, მას აქვს საფუძველი, თქვას, რომ ეს არის მიკერძოებული ტელევიზია, მაგრამ თქვას, რომ ქვეყანას „რუსთავი 2“ მართავს და არა „ქართული ოცნება“, ეს უკვე, ცოტა არ იყოს სამარცხვინოც კია“, - ამბობს დავით უსუფაშვილი.