ივანიშვილი: პაატა ბურჭულაძემ 9 მილიონი მომთხოვა

ივანიშვილი: პაატა ბურჭულაძემ 9 მილიონი მომთხოვა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პაატა ბურჭულაძემ მას კონკრეტული თანხა სთხოვა პოლიტიკაში მოსვლისთვის:

"იძულებული ვარ, ვთქვა ის, რასაც არ ვთვლი ნორმად. მე ვიტყვი იმას, როგორც იყო ბურჭულაძეზე. პირველ შეხვედრაზე მე მას მართლაც შევთავაზე "ქართული ოცნების" მხარდაჭერა. მან ამაზე მიპასუხა, რომ მას უნდოდა სცენაზე დარჩენა, რაც მე მადლიერებით შევაფასე. ამის შემდგომ, მისივე ინიციატივით მეუღლესთან ერთად მესტუმრა და მაჩვენა, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში ის თანახმა იქნებოდა ჩვენთან ერთად პოლიტიკაში თანაგუნდელი გამხდარიყო. მან დაასახელა 9 მილიონი დოლარი, რაზეც მე ვუთხარი, რომ რას ნიშნავს ეს? სცენიდან ვერ წამოვალ, თუ არ დავთვალე დანაკარგებიო, მე მივანიშნე, რომ შეგიძლია დარჩე სცენაზე და იყო ჩვენი მხარდამჭერი-თქო, არა მე ეს არ შემიძლიაო…

ნახევრად ხუმრობით გადავუანგარიშე, ის აღარ იყო პიკზე უკვე ასაკითაც და მოღვაწეობითაც, შევახსენე მისი ჰონორარიც და დაახლოებით რა დაჯდებოდა მისი სცენაზე დარჩენა. მილიონს ვერ გავცდით, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება ეს ორი მილიონი იყოს-თქო და ამით დავასრულე საუბარი".