ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ცხოვრებაში უამრავი ინტერვიუ, გადაცემა ან კომენტარი გამიშიფრავს, რომ მერე ბეჭდური ვარიანტი დამეწერა.
ახლაც ვაპირებდი, მაგრამ კვესიტაძის კენგურუს სტილში წამოსროლილი მფრინავი შეკითხვებისგან რაიმე აზრის გამოტანა შეუძლებელია.
შეუძლებელია არა იმიტომ, რომ არ იცის როგორ უნდა წარმართოს ინტერვიუ, არამედ იმიტომ, რომ ჩანს გვარამიას მიცემული დავალება პასუხის გაცემის საშუალება არ მისცეს რესპოდენტს, დააბნიოს შეკითხვების სიმრავლით რომლებზე პასუხები აშკარად არ აინტერესებს, გამოიყვანოს როგორც მოუმზადებელი და გადაცემა ისე დაამთავროს, რომ მაყურებელს ინტერვიუს ჩაშლის განცდა შეექმნას.
არადა აშკარად არ გამოსდის, მაგრამ ჯიუტად ასრულებს უკვე განწირულ „მისიას“, - წერს გაბრიჭიძე.