ნანა გაგუა: საბოლოოდ ვიხილე შერკინება-შებრძოლება-შტურმი და ისტერიული ფეხების ბაკუნი „ჰაიტ! ბიძინ-გიაუროოო!“

ნანა გაგუა: საბოლოოდ ვიხილე შერკინება-შებრძოლება-შტურმი და ისტერიული ფეხების ბაკუნი „ჰაიტ! ბიძინ-გიაუროოო!“

ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ვუყურებ პირდაპირ ეთერს „ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების პირისპირ”.

მეგონა, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ, არგუმენტებით გამყარებულ და საფუძვლიან ჟურნალისტურ შეკითხვებს მოვისმენდი…

თუმცა, ამაოდ: საბოლოოდ ვიხილე შერკინება-შებრძოლება-შტურმი და ისტერიული ფეხების ბაკუნი „ჰაიტ! ბიძინ-გიაუროოო!”.

შეკითხვები – აბდაუბდა. ნერვები – მოუთოკავი. დიალოგის კულტურა – ნული. განწყობა და ლაიტმოტივი – რევანშისტული. პლუს შაპაკლიაკის ტუფლები.

მოკლედ, მაგრად „გამაზეს” რესპოდენტიც და შანსიც, ბევრ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხების მიღებისა…”,- წერს გაგუა.