ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ირაკლი სესიაშვილის შვილს რატომ არ აქვს უფლება, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მუშაობდეს?!
ვინ და რა, რომელი კანონი უკრძალავს მას სახელმწიფო სამსახურში დასაქმებას?!
ეს არის ავადმყოფური მიდგომა - თურმე უმცროსი სესიაშვილი იმიტომ მუშაობს სუს-ში, რომ მამა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეა!
და სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში რომ დაეწყო მუშაობა, გგონიათ, იგივეს არ იტყოდნენ?!
ხალხო, სულ დაკარგეთ ჭკუა?!
ირაკლი სესიაშვილის ვაჟი მამამისის გამო ქვეყნიდან უნდა წავიდეს და სადღაც სხვაგან დაიწყოს მუშაობა?!
ვისი შვილიც უნდა იყოს, თუ რამე გაქვთ მოსადავებელი, ედავეთ პროფესიონალიზმზე!
ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, სესიაშვილი იქნება, თუ სხვა, თუკი ცოდნა და განათლება აქვს, ეს უნდა მოახმაროს ქვეყანას!
ადრეც დამიწერია ამ თემაზე. უნდა მივხვდეთ ბოლოს და ბოლოს, რომ ადამიანები ვართ!
რა უბედურებაა ეს შვილებზე შეტევა და შვილებით თავდასხმა?!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.