ბიძინა ივანიშვილის თქმით პარტია არის ძირითადი, რომელსაც ხელისუფლებაში, პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში, თითქმის ყველა რეგიონში ჰყავს უმრავლესობა შესაბამისად პარტიის როლი დიდია.
"მე დავბრუნდი პოლიტიკაში, და მე მოვახერხებ რომ ეს ვერტიკალი გუნდში დავამყარო, გუნდში ნიჭიერები წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება პარტიაც გაძლიერდება და მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, ჩვენს საზოგადოებაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება და რუსთავი – 2 ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. ასეთ სიცრუეში და ასეთ სტრესებში აცხოვროს საზოგადოება” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა, ისევე, როგორც 9 წლიანი მმართველობის დროს, დღესაც ცდილობს ისევ ძალადობით და სიცრუით მოახდინოს საზოგადოების მანიპულირება.