"ციხეშია და კაცი გაბრაზებულია, გამწარებულია"- ივანიშვილი სუბელიანზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მირზა სუბელიანის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა აქვს და მისი საუბრის შინაარსიც ეჭვს იწვევს:

„ჩანაწერები რომელიც გამოქვეყნდა არ მოვისმინე, წავიკითხე ყველა და კარგად ვიცი, რაზეც იყო საუბარი. პირველი კითხვა და მთავარი რაცაა. ის ციხეშია და კაცი გაბრაზებულია, გამწარებულია. მეორე კითხვა რაც ჩნდება, საიდან გაჩნდა ეს ჩანაწერები, ვინ ჩაწერა და ვის ინტერესებში იყო. ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და ჩემთვისაც დიდ ინტერესს წარმოადგენს.

რაც შეეხება კონკრეტულ შინაარს, ბოლოს თუ მიაქციეთ ყურადღება, ეს აკცი იმაზეც საუბრობს, რომ 50-კაციანი არმია ჰყავს და დასჯის, თუ რამე მომხდარა ნაციონალური მოძრაობის წევრების გამოძიებასთან დაკავშირებით, ეს კაცი ყველგან დომინირებდა, რაც ძალიან ეჭვს იწვევს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.