"რაც აუშენებია ნაციონალურ მოძრაობას, 2-ჯერ მეტს მარტო მე ვაშენებ"

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ "რუსთავი 2" არ აშუქებს ობიექტურ რეალობას დ ამხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული.

"ნახეთ, 2-ჯერ მეტს ვაშენებთ, რაც აუშენებია ნაციონალურ მოძრაობას, მარტო მე ვაშენებ და ამის საბუთები მაქვს, გზები, ხიდები, რაც გინდათ დაასახელეთ. მე დავბრუნდი, სამწუხაროდ, პოლიტიკაში და მოვახერხებ, რომ გუნდში ეს ვერტიკალი გავამყარო, უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება ქართული ოცნების ყველა წევრის მიმართ, პარტიაც გაძლიერდება. საზოგადოებას ვარწმუნებ, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ჩვენ საზოგადოებას ყველას თავისი სახელი და ადგილი ექნება" – განაცხადა ივანიშვილმა.