"სწორედ სააკაშვილი და თქვენი მეუღლე შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში” – ივანიშვილი კვესიტაძეს

“საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, რომ არა წინა ხელისუფლების მოღალატებრივი ქმედება, რუსეთი ვერ მოახერხებდა მრავალსაუკუნოვან ოცნებას და ვერ დაიპყრობდა საქართველოს ტერიტორიებს, სწორედ რომ სააკაშვილი და თქვენი მეუღლეც შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში და საშუალება მისცა თავისი გაუზრებელი ქმედებით, რომ ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული “, – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს აგვისტოს ომთან და ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.