კვირას „რუსთვი 2“-ის გადაცემას „დილა უქმეებზე“ ახალი მუსიკალური რუბრიკა დაემატა, რომელსაც მუსიკოსი თამარ ჭოხონელიძე უძღვება. მომღერალი ერთი სიმღერის ისტორიას უამბობს მაყურებელს სტუმართან ერთად. შემდეგ აღნიშნული სიმღერა ამავე დაგაცემაში ცოცხლად შესრულდება.
სწორედ ეს რუბრიკა დაანონსა გადაცემის პროდიუსერმა, ოთარ ქირიამ თავის ფეისბუქგვერდზე, რასაც მალევე სოფო ნიჟარაძის კომენტარი მოჰყვა – „ნუ, ცოტა ძაან სასაცილოა ეს ყველაფერი“, – წერს სოფო პოსტის ქვეშ.
პრაიმტაიმი დაინტერესდა რამ გაამხიარულა სოფო ნიჟარაძე და ამ კითხვითვე მივმართეთ. „ჩემი კომენტარების კომენტარს მერე აღარ ვაკეთებ. რაც იმ წამს მინდოდა მეთქვა, დავწერე, ამის განმარტება აღარ მსურს“ – გვიპასუხა მან.