ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი თვითონ არის შეშფოთებული შექმნილი ვითარებით

ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი თვითონ არის შეშფოთებული შექმნილი ვითარებით

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სამი ტელეარხისა და სამი კონკრეტული ჟურანლისტისადმი ინტერვიუს შეთავაზებამ ჟურანლისტების უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ფორმატით უკმაყოფილონი არინ ის მაუწყებლებიც, რომლებიც ამ სიაში მოხვდნენ, მაგრამ საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან კითხვების დასასმელად მიდიან ეკა კვესიტაძე, დიანა ტრაპაიძე და ირაკლი ჩიხლაძე.

ექსპერტ გია ხუხაშვილს თქმით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს ნაბიჯი იმის მაჩვენებელია, რომ ის თავად არის შეშფოთებული შექმნილი ვითარებით და მისთვის ეს ინტერვიუ კომფორტული ვერ იქნება.

„ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს ნაბიჯი იმის მაჩვენებელია, რომ ის თვითონ არის შეშფოთებული შექმნილი ვითარებით და არ მგონია, რომ მისთვის კომფორტული იყოს ამ ვითარებაში ინტერვიუს მიცემა, რადგან იქნება ცხელი თემები. ამიტომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ორი გზა - აქეთ შეუტიოს ჟურნალისტებს და უთხრას რომ ცხოვრება მშვენიერია, რაც, ჩემი აზრით, სწორი არ იქნება და გართულებულ სიტუაციას უფრო გაართულებს; ან რაღაც აღიაროს და შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად დაანონსოს რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას.

„რაც შეეხება ჟურნლისტების უკმაყოფილებას ფორმატთან დაკავშირებით, მეც მიმაჩნია რომ ეს ფორმატი არასტანდარტულია და ჟურნალისტების მხრიდან უკმაყოფილება არის ადექვატური, შეიძლებოდა მართლაც პრესკონფერენცია ჩატარებულიყო", - განაცხადა „რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.