"კავკასიას" ყადაღას მოუხსნიან

ტელეკომპანია "კავკასიას" ყადაღა მოეხსნება, - ამის შესახებ განცხადებას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აკეთებს.

"დამირეკეს ამ წუთას და მითხრეს რომ გრაფიკი გაფორმებულია. ანუ ყადაღაც მოიხსნება", - წერს ჯანგირაშვილი ფეისბუქზე.

ტელეკომპანია "კავკასიას" შემოსავლების სამსახურმა ყადაღა დღეს დაადო. ჯანგირაშვილის თქმით, ტელეკომპანია დავალიანებას გრაფიკით დადგენილი წესით იხდის, დავალიანების ოდენობა კი 8500 ლარამდეა შემცირებული. ნინო ჯანგირაშვილის თქმით, დარჩენილ დავალიანებაზე ახალი გრაფიკის შესადგენად ტელეკომპანიამ საგადასახადო სამსახურს მიმართა.