"ჩხეიძემ გვითხრა, ჩემს ნახატებს რომ გავყიდი ხელფას მერე გადაგიხდითო" - “იბერიას” ოპერატორი

 "თანამშრომლებმა "რუსთავი 2"- დან გავიგეთ, რომ"იბერია დახურული იყო", - ამის შესახებ განცხადებას "იბერიის" ოპერატორი მამუკა სირაძე "აიპრესთან" აკეთებს.

მისი თქმით, ტელევიზიის თანამშრომლებმა ნატო ჩხაიძესთან შეხვედრა მოითხოვეს. მამუკა სირაძე ამობობს, რომ დეპუტატი თანამშრომლებთან ცინიკურად საუბრობდა.

"თანამშრომლება "რუსთავი 2"-დან გავიგეთ, რომ "იბერია" იყო დახურული. ჩვენ ვესაუბრეთ, რამდენ ხანს შეიძლება მოგვყვეთ, რამდენ ხანს ვიმუშაოთ ფინანსების გარეშე, ან რამდენ ხანში შეძლებთ გადახდას. გვითხრეს, რომ მიმდინარე დავალიანება რაც აქვთ თანამშრომლების მიმართ, ამასაც ვერ გვიხდიდნენ. იყო მწვავე საუბარი. ნატო ჩხაიძემ გვითხრა, როცა იქნება ფული, ერთი წლის მერე, ორი წლის მერე, როცა "ომეგა" ამუშავდება. მე გავყიდი ჩემ ნახატებს და მერე გადაგიხდით, მაგრამ როდის იქნება არ ვიცი, ცინიკური და შეურაცხმყოფელი საუბარი იყო", - ამბობს მამუკა სირაძე.

მისივე თქმით, ისინი გუშინდელი დღიდან "იბერიის" თანამშრომლები აღარ არიან.

"ჩვენ გუშინელი დღიდან არ ვართ "იბერიის" თანამშრომლები. ანუ, წინა 2 თვის და ამ თვის მიმდინარე, რასაც სასამართლოში ვასაჩივრებთ", - ამბობს სირაძე.