ტელეკომპანია „იბერიადან“ ტექნიკა „რუსთავი 2“-ის მანქანით გაიტანეს

ტელეკომპანია „იბერიადან“ ტექნიკა „რუსთავი 2“-ის მანქანით გაიტანეს"

ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტელევიზიიდან ტექნიკა გაიტანეს. შენობასთან გამართულ აქციაზე თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ტექნიკის გატანის ფაქტი თავად დაინახეს.

„გუშინ ტელევიზიის შენობასთან დავინახეთ „რუსთავი 2“-ის მანქანა, რომელშიც ტექნიკა ჩააწყვეს. ეს იყო შტატივები, „ლაივუს“ აპარატი და კიდევ რაღაცები. ალბათ, ათხოვეს ან მიაქირავეს არჩევნებისთვის, არ ვიცი. ფაქტი დავინახე, რომ წაიღეს აპარატურა“, – აღნიშნა ოპერატორმა თემო დეკანოიძემ.