"არანაირად არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ გრიგოლ ვაშაძეს გავცე რამე პასუხი"

არაფერს ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მომმართა არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როცა ჟურნალისტებმა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ დასმული 4 შეკითხვა დაუსახელეს.

„არაფერს ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მომმართა არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში. ამიტომ არანაირად არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ გრიგოლ ვაშაძეს გავცე რამე პასუხი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძე თუ ხვალ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში დაუსვამს კითხვებს იქ უპასუხებს.