თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს:
"სანამ ჩვენ ფარული ჩანაწერებით და ქვეყანაში არსებული მასკარადით ვერთობით, ბოლო ორ თვეში მინიმუმ 150 მილიონი ლარი ამოგვაცალა ჯიბეებიდან ივანიშვილმა ლარის კურსზე სპეკულანტობით. მეორე ტურის ფულიც ჩვენ ხარჯზე ამოიღო და შემდეგ არჩევნებზე დასახარჯიც", - წერს ოქრუაშვილი.