სკანდალური აუდიო ცანაწერი, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი პარლამენტის წევრს ვიქტორ ჯაფარიძეს გახმაურებულ თემებზე ესაუბრება - ჩანაწერში სუბელიანი ეკა ბესელიას სახელსა და გვარსაც ახსენებს, რასაც თავად ბესელიაც ეხმაურება.
მისი თქმით, აღნიშნულიდან მან აზრი ვერ გამოიტანა, რაც შეეხება ჩანაწერს, მისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ავთენტურობა და წარიმართოს გამოძიება:
„ჩემთვის, პირადად, საინტერესო არის საკითხის სამართლებრივი მხარე. მე ასეთი მიდგომა მაქვს, პირველ რიგში, ვიდრე ჩანაწერების შინაარსზე გადავალთ, მათი მოპოვებისა და გავრცელების კანონიერება უნდა გადამოწმდეს. გამოძიების დაწყება არის დროული. ჩემთვის მნიშვნელოვია, რა ინფორმაციას დადებს გამოძიება - არის თუ არა ჩანაწერები კანონიერად მოპოვებული და ავთენტური. სერიოზული კითხვები მაქვს ჩანაწერების გაკეთების კანონიერებასა და მოპოვებასთან დაკავშირებით“, - ამბობს ბესელია.