მინსკში რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომა იმართება - მთავარი საკითხი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იქნება

მინსკში რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომა იმართება - მთავარი საკითხი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იქნება

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ისტორიაში პირველად რუსეთის საზღვრებს მიღმა, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართება. მთავარი საკითხი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იქნება:

„წმინდა სინოდი, რომელიც მინსკში შეიკრიბება შეფასებას მისცემს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ქმედებებს. ნებისმიერ შემთხვევასი პასუხი იქნება ადეკვატური და მკაცრი, სინოდი გამოხატავს არაორაზროვან პოზიციას იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც სტამბოლში იქნა მიღებული.“- განაცხადა რუსეთის პატრიარქის პრეს-მდივანბმა ალექსანდრ ვოლკოვმა.

11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა და მათი კანონიკური სტატუსი აღადგინა. გარდა ამისა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წლის სინოდალური წერილი, რომლის მიხედვით, მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმის უფლებას აძლევდა, გაუქმებულად გამოაცხადა. მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი გრძელდება.