ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი კითხვაზე - თუ როგორ უყურებს ნაციონალური მოძრაობის გაყოფას და რომელი პოლიტიკური ძალის შეხედულებებს იზიარებს, პასუხობს, რომ მისთვის ორივე პარტიაში არიან მეგობრები და მიზანია, რომ ეს ძალები კვლავ გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად.
„სიმართლე გითხრათ ბოლომდე ვერ გავიაზრე და ვერ გავითავისე ის ფაქტი, ასე ვთქვათ რომელსაც აქვს ადგილი, რომ პარტია არის გაყოფილი. მე ჯერაც ისევ ვუყურებ, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე მაინც უნდა ნახოს საერთო ენა და საერთო ინტერესებისთვის იბრძოლოს. ამიტომ ჩემს მდგომარეობაში არჩევანზეც კი არ ვფიქრობ იმიტომ, რომ მე ისინი ერთიანად და ჩემს მეგობრებად და თანამებრძლებად მიმაჩნია. მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ძალები იყვნენ ერთიანნი. მე მინდა, რომ მთელი ენერგია ძალების გაერთიანებას მოვახმარო“, - განაცხადა ინტერვიუში მერაბიშვილმა.