სირიაში აღაზა ბორჩაშვილის, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის დაღუპვა ოფიციალურად დადასტურდა

სირიაში აღაზა ბორჩაშვილის, მისი მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის დაღუპვა ოფიციალურად დადასტურდა

34 წლის აღაზა ბორჩაშვილის, მისი მეუღლის 35 წლის კახა ტოხოსაშვილის და მათი მცირეწლოვანი ვაჟის დაღუპვის გამო, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანსა და ჯოყოლოში დაღუპულების ოჯახები სამძიმარს დილიდან იღებენ.

დაბომბვის შედეგად ცოლ-ქმრის და მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ იყო დადასტურებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილი სირიაში ოჯახით ოთხი წლის წინ წავიდა. კახა ტოხოსაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.