4 რუსული ვერტმფრენი საქართველოს საჰაერო საზღვრებში შემოიჭრა

4 რუსული ვერტმფრენი საქართველოს საჰაერო საზღვრებში შემოიჭრა

ცოტა ხნის წინ რუსულმა ვერტმფრენებმა კონფლიქტის ზონა გადმოკვეთეს. სოფელ მეჯვრისხევში, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად მიჩნეულ სივრცეში, 4 რუსული ვერტმფრენი ადგილობრივებმა რამდენიმე წუთის წინ შენიშნეს. "მეტრონომის" ინფორმაციით, ვერტმფრენებმა მეჯვრისხევს წრე დაარტყეს და ისევ ოკუპირებული ტერიტორიისკენ გაფრინდნენ. ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.