შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მედიასთან "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ განცხადებებს გამოეხმაურა. ოქუაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დავალებით მათ შორის გახარიაც მონაწილეობდა.
"შეხვედრაზე მითხრეს, რომ თან გავწითლებულვარ. ახლაც ხომ არ გავწითლდი? თუ სერიოზულად გვინდა საუბარი - ერთი მსახიობის თეატრი უკვე ღიმილის მომგვრელია. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თუ გნებავთ თბილისში, ლონდონში და თუ მოისურვებს ბომბეიზე, სადაც მოისურვებს. ხაზგასმით მინდა ვთქვა - თითო ლარი და თეთრი, როლმელიც გადასახდელია ბიუჯეტში ოქუაშვილს მოუწევს გადაიხადოს"- განაცხადა გახარიამ.
შს მინისტრმა დღეს ბიზნსემენის მიერ ნახსენები სკანდალური შეხვედრა დაადასტურა. ცნობისთვის, ოქუაშვილი ირწმუნება, რომ ოლიგარქი ფარცხალაძისა დაა გახარიას დახმარებით მას ბიზნესის შენარჩუნების ხარჯზე ე.წ. ”ატკატებს” ითხოვდა.
"დიახ, ეს შეხვედრა შედგა... მე მაშინ ვიყავი ბიზნსესომბუდსმენი და როგორც ჩანს ძალიან ძლევამოსილი. ამ შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და იმ გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა როცა ჩვენდა სამწუხაროდ მან დააგროვა ამხელა ვალი. ხაზგასმით ვამნბობ, მე ჩემს ყველა ვალდებულებას გავცემ პასუხს. ბატონი ოქუაშვილი ბოლო ლარს გადაიხდის ბიუჯეტში, რაც მას ეკუთვნის"- დასძინა მინსიტრმა.