ამ არჩევნებში გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი და ზოგიერთი დარჩება გაღიმებული

ამ არჩევნებში გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი და ზოგიერთი დარჩება გაღიმებული

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად საზოგადოების ერთი ნაწილის დიდი პროტესტისა, მაინც გახდება საქართველოს პრეზიდენტი. ამის შესახებ დეპუტატმა გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა.

კითხვაზე რამდენადაა სახემწიფოებრიობა დაცული, როდესაც კეთდება განცხადებები, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, ზაზა პაპუაშვილის გაღიზიანება გამოიწვია.

„რა საინტერესოა, თქვენ ხომ ჟურნალისტები ხართ და მსგავსი ტიპის შეკითხვებს რატომ სვამთ? დავით ბაქრაძესთან რამენაირი კითხვები გაქვთ საერთოდ? ის ხომ იმ უბედურების თანამონაწილეა, რაც 2008 წელს მოხდა. ზურაბიშვილის პოზიციაში აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ ადამიანები, ვინც დანაშაული ჩაიდინა, გასამართლებული უნდა იყვნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იქვე დასძინა, რომ არ უყვარს ინტერვიუები, რადგან ჟურნალისტები მსგავსი ტიპის კითხვებს სვამენ.

„არ ვჩნდები ტელევიზიებში, რადგან ასეთი თემები აინტერესებთ ჟურნალისებს. გენდერული თემები, ლგბტ და ნარკომანია, თითქოს სხვა თემები არ არსებობდეს. ეს არჩევნები დამთავრდება ჩვეულებივ, გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი და ზოგიერთი გაღიმებლი დარჩება. თუ რამე დანაშაულს ჩაიდენ,ს ან არასწორს იტყვის, არ გადავეფარები არავის, სალომე კი არა, ვინც არ უნდა იყოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.