“ჩემი ქართული ან წლოვანებასთან ერთად დამავიწყდა, ან რა მოხდა, არ ვიცი

“ჩემი ქართული ან წლოვანებასთან ერთად დამავიწყდა, ან რა მოხდა, არ ვიცი" - სალომე ზურაბიშვილი

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატმი სალომე ზურაბიშვილი სახელწმიფო ენის არცოდნის საკითხს "იმედის" ეთერში გამოეხმაურა.

„15 წელია, რაც ვარ ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი და პირველად ამ წელს დაიწყო ამ ჩემს ქართულზე ლაპარაკი, რაც ცოტა უცნაურია. ან წლოვანებასთან ერთად დამავიწყდა, ან რა მოხდა, არ ვიცი,“ - თქვა მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, ენის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნილი თემაა.

"ეს არის ხელოვნურად შექმნილი თემა. ცდილობენ, მათი მთავარი კონკურენტის დისკრედიტაცია მოახდინონ და ამით ცდილობენ არეულობის შემოტანას. მე არ ვაპირებ ვიყო იმ რეჟიმში, რომ „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“ აწესებენ დღის წესრიგს და ჩვენ ვპასუხობთ. მე არ ვპასუხობ იმათ კრიტიკას. ამომრჩეველმა გადაწყვიტოს მე როგორ ვლაპარაკობ, ესმის თუ არა ჩემი ენა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.