„ქართული მარშის“, ერთერთი დამფუძნებელი მიხეილ ამისულაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „SOS!!! SOS!!! SOS!!!
მივმართავ მსოლიო ქვეყნების საელჩოებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსებს, ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს: ხელისუფლება მიზანმიმართულად მდევნის, და ახორციელებს პოლიტიკურ ტერორს ჩემზე და ჩემს ოჯახზე. ხელისუფლება, რომელსაც გვერდში ვედექი სააკაშვილთან ბრძოლაში, მიზანმიმართულად დევნის ჩემს ოჯახს, ჯერ იყო და ჩემი შვილის წინააღმდეგ აღძრეს უსაფუძვლოდ სისხლის სამართლის საქმე და წელიწადნახევარი გვაწვალებენ.
იქამდე 2016 წელს „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისის ბანერზე უბრალო საღებავით უბრალო წარწერისთვის დამკისრეს უსაფუძვლოდ ჯარიმა 4 700 ლარი.
2018 წლის 19 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისგან ჩემი რელიგიური რწმენის შეურაცხყოფისათვის გაბუნიას და გვარმიას გინებაზე 3 თვე ციხეში მაყურყუტეს უკანონოდ, კიდევ გრძელდება სისხლის სამართლის დევნა (პოლიტიკური ტერორი).
ამა წლის 9 სექტემბერს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სახლში დამადგნენ, ავადმყოფ მდგომარეობაში მყოფი, იძულებით წამიყვანეს ქალაქის სამმართველოში და 5 საათის განავლობაში გამაწვალეს.
კითხვაზე თუ რატომ ვარ დაკავებული ვერაფერი მითხრეს -„განგარიდეთ“ უსაფრთხოების მიზნითო. ვერ გავიგე ვის განმარიდეს, რის საფუძველზე? ტერორისტი ვარ თუ ვინ? ესე იგი, როცა ამათ მოესურვებათ უსაფუძვლოდ აქვთ უფლება დამაკავონ მთელი დღე, ან ღამე მამყოფონ პოლიციაში, აღმიკვეცონ უკანონოდ თავისუფლება დამატერორონ? ამ ქვეყანაში არ არსებობს არც კანონი არც სამართალი.
2015 წელს 2 აგვისტოს ღამის 12 საათზე ნაცების დაქირავებული 5 კაციანი ზონდერ-ჯგუფი სახლთან დამხვდა. მიპარვით თავში ქვა ჩამარტყეს და უმოწყალოდ მცემეს, რის შედეგადაც ტვინის შერყევა და მძიმე დაზიანებები მომაყენეს.
სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერიც არის, უამრავი მოწმეც არსებობს, ექსპერტიზის დასკვნებიც დევს დამოწმეების ჩვენებებიც და ყველაფერი მიჩქმალეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მითითებით. ქალაქ თბილისის პროკურატურის პროკურორმა კალანდაძემ საქმე სპეციალურად თაროზე შემოდო, 3 წელზე მეტი დრო გავიდა და დღემდე ერთხელაც არ ჩაუტარებიათ წინა სასაართლო სხდომა.
ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებიდან გამომდინარე ვაცხადებ, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად მდევნის, და ახორციელებს პოლიტიკურ ტერორს. ვთხოვ დემოკრატიულ ქვეყნებს, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია დემოკრატიის პრინციპებით, მომცენ პოლიტიკური თავშესაფარი. დღეიდან ჩემს მიმართ განხორციელებულ ყველა, უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს სახელმწიფოს, და ხელისუფლებას.