„ყველა შეხვედრას გადავდებ და როდესაც ის ოზურგეთში ჩამოვა, აუცილებლად დავხვდები“

„ყველა შეხვედრას გადავდებ და როდესაც ის ოზურგეთში ჩამოვა, აუცილებლად დავხვდები“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, ამის შესახებ თალაკვაძემ დღეს, უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„ზეპარტიული კანდიდატი, დამოუკიდებელი კანდიდატი, ახალი კონსტიტუციის მიხედვით იქნება ყველაზე უფრო ეფექტური, რათა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესები წარმოადგინოს. რაც შეეხება კამპანიას, როგორც იცით, მე გახლავართ ჩემი საამაყო ოზურგეთის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრას გადავდებ და როდესაც ის ოზურგეთში ჩამოვა, აუცილებლად დავხვდები ამ შეხვედრაზე,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.