სამგორის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის შესაბამისად, სხვადასხვა მისამართებზე სამუშაოებს აწარმოებს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებების საფუძველზე, ვარკეთილის ზემო პლატოს N40 კორპუსზე სართულშუა ნაპრალების ამოვსება განხორციელდა. ამჟამად მსგავსი სამუშაოები კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს.
მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს მოსკოვის გამზირზე მე-2 კვარტლის N3 კორპუსში, ლილოს დასახლებაში, მე-4 კვარტლის N7 კორპუსსა და ორხევში, მუხაძის N6/3-ში. უახლოეს მომავალში სამუშაოები სხვა მისამართებზეც დაიწყება.
ასევე, საცხოვრებელი კორპუსების შიდა წყალარინების ქსელებიც წესრიგდება. შვიდ მისამართზე წყალარინების მილები შეიცვალა, სამუშაოები კიდევ რვა მისამართზე მიმდინარეობს.