სააკაშვილი საკუთარი პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ. პრეზიდენტი გლდანელებთან ბენდუქიძის აუზის ხშირი სტუმრების პრივილეგიებზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილი ხალხს ეუბნება, რომ ვაკის აუზი, რომელიც მის ყოფილ მინისტრს კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის 500 და 700 ლარი ღირს, რის გამოც იქ რიგითი მოქალაქეები ვერ დადიან. პრეზიდენტს გლდანელებისთვის არ უთქვია, რომ ყველაზე ხშირად ბენდუქიძის აუზზე სწორედ მისი გარემოცვის წევრები დადიან. ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილი არჩევნების წინ უკვე საკუთარი მთავრობის ოპოზიციაში გადავიდა, თუმცა იმასაც დასძენენ, რომ ეს ოპონიერება მოჩვენებითია, რადგან ყველაზე კარგად სწორედ მან იცის ვინ სარგებლობს ვაკის აუზით ან სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრივილეგიით.