კოსტავას ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა

კოსტავას ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა

"თბილსერვის ჯგუფმა" მთაწმინდის რაიონში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დაასრულა. განხორციელებული ერთთვიანი მოსაპირკეთებელი სამუშაოების შედეგად მას პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა - ფილების 80% რესტავრირებული და შენარჩუნებულია.

რეაბილიტაციის შედეგს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ლევან ბაჩიაშვილი და საკრებულოს წევრი ლევან არველაძე ადგილზე გაეცნენ.