პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არაადეკვატურია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი უფრო და უფრო არაადეკვატური ხდება.
"რაც უფრო ბოლოსკენ მიდის მისი საპრეზიდენტო ვადა, მისი გადაწყვეტილებების კომენტირება ჭირს, მით უფრო ჭირს, რადგან არაადეკვატური ხდება. მან ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს და ცდილობს ეს ყველაფერი გადმოგვაბრალოს ჩვენ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით კონსულტაციებისთვის, შემდეგ კინკლაობა დაარქვა ამ ყველაფერს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ ყოფილიყო რეალური კონსულტაციები",- განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს.