პრესის და სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების წინაპირობაა, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანელი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
„როინიში პოსტის“ ჟურნალისტმა ანგელა მერკელს კითხვა დაუსვა საქსონიაში მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ზაქსენის პოლიციის თანამშრომელმა ტელევიზიის გუნდს აქციაზე გადაღების საშუალება არ მისცა. მერკელმა ფაქტი გააკრიტიკა და მედიის თავისუფლებასა და შეუზღუდაობას გაუსვა ხაზი.
„მე ამ ღონისძიებაზე არ ვყოფილვარ, დრეზდენში ვიყავი. დემონსტრაცია ჩემს ვიზიტს მართლაც უკავშირდებოდა, მაგრამ ეს იყო პარალელურად მიმდინარე ულტრამემარჯვენე, რადიკალური დემონსტრაცია. ბუნებრივია, მასმედიამ აიტაცა ეს თემა. ცხადია, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი საქმიანობის საშუალება. პრესის და სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების წინაპირობაა“,-განაცხადა ანგელა მერკელმა.