ბიძინა ივანიშვილი ლემშვენიერაში

ბიძინა ივანიშვილი ლემშვენიერაში

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივებს კოალიცის წინასაარჩევნო გეგმა გააცნო, შემდეგ კი მათი პრობლემები მოისმინა. ადგილობრივმა მოსახლეობამ "ქართული ოცნების" ლიდერთან საუბრისას სარწყავი და სასმელი წყლის, ასევე სათიბი და სასოფლო-სამეურნეო მიწების პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. ბიძინა ივანიშვილმა ლემშვენიერას მაცხოვრებლებს განუცხადა, რომ კოალიცია ყველა არსებულ პრობლემას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აუცილებლად მოუგვარებს.