შეხვედრა არასამთავრობოებთან

შეხვედრა არასამთავრობოებთან

არასამთავრობოები პარტიათა ქცევის წესების ახალ დოკუმენტზე მუშაობენ

„ეს შენ გეხებას“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები ინიციატივით გამოვიდნენ, რომ, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, შეიქმნას დოკუმენტი საარჩევნო პერიოდში პარტიათა ქცევის წესებთან და ამომრჩევლის მოსყიდვის პრევენციასთან დაკავშირებით. დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას კოალიციის წევრები თეა წულუკიანი და ზაქარია ქუცნაშვილი ესწრებოდნენ.

ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, არასამთავრობოების ინიციატივა მისასალმებელია და კოალიცია „ქართული ოცნება“ ითანამშრომლებს მათთან დოკუმენტის შესაქმნელად, რათა წინასაარჩევნო პერიოდში წარმოიშვას ორმხრივი ვალდებულებები ქცევის წესებთან დაკავშირებით.