თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, იტალიიდან იმიტომ წამოვიდა, რომ იქ ყოფილიყო სადაც „ქვეყანას სჭირდებოდა". კალაძე ამბობს, რომ ი პერიოდში მას კონტრაქტი ჰქონდა დადუბული, თუმცა შეწყვიტა.
„იტალიიდან წამოვედი იმისთვის, რომ დავმდგარიყავი იქ, სადაც სჭირდებოდა ჩემს ქვეყანას. მე დავტოვე მაშინ ყველაფერი, კონტრაქტიც მქონდა, მაგრამ ისიც შევწყვიტე. როდესაც ამ გუნდმა მთხოვა, რომ მებრძოლა თბილისის მერობისთვის, ვიფიქრე, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. დარწმუნებული ვარ, ბევრ თბილისელს აქვს ჩემი იმედი.
„ყოველთვის მენატრებოდა მაშინ ჩემი ქვეყანა, როდესაც აქ არ ვცხოვრობდი. ზაფხულობით სულ აქ ჩამოვდიოდი ბათუმში ვისვენებდი. მაგრამ, 2007 წლიდან, როცა უკვე დაიწყო ადამიანის უფლებების დარღვევა, დევნა. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების შევიწროება. მაშინ ვიფიქრე, რომ მე აქ უნდა ვყოფილიყავი, იმ ადამიანების გვერდით, სადაც უნდა დავმდგარიყავი და მეც მებრძოლა მათთან ერთად უკეთესი მომავლისთვის", - განაცხადა კალაძემ ტვ „იმედის" ეთერში.