საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აგვისტოს, დღისით, საქართველოს უმეტეს რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 18 აგვიტოს დღის საათებში, ხოლო 19 - 20 აგვისტოს ღამისა და საღამოს საათებში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.

19 – 20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.

ქ. თბილისში 18 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 19 - 20 აგვისტოს +26, +28 გრადუსამდე დაიკლებს და დროგამოშვებით იწვიმებს.