2 189 797 ლარის პრემია და 3 253 349 დანამატი - აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა და საგამოძიებო სამსახურის დაუსაბუთებელი ხარჯები

2 189 797 ლარის პრემია და 3 253 349 დანამატი - აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა და საგამოძიებო სამსახურის დაუსაბუთებელი ხარჯები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2017 წელს პრემიების სახით 2 189 797 ლარი გასცა, რაც განკუთვნილ ბიუჯეტს 567 797 ლარით აღემატება, 3,253,349 ლარის ოდენობის ხელფასზე დანამატი კი გაცემულია შესაბამისი დასაბუთების გარეშე. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საგამოძიებო სამსახურის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებას 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დამტკიცებული ბიუჯეტით 1 620 000 ლარის პრემია უნდა გაეცა, თუმცა სამსახურმა 2 189 797 ლარი გასცა. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სტაჟის მიხედვით დანამატი სამსახურს 1 165 335 ლარი აქვს გაცემული, როცა ბიუჯეტით აღნიშნული თანხა დამტკიცებული არ არის.

2017 წელს, ფინანსთა მინისტრის N780 ბრძანება ვერ უზრუნველყოფდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ანაზღაურების ფორმის პრაქტიკის დამკვიდრებას, როდესაც დანამატი გაიცემა მოსამსახურის მიერ ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის დასაბუთების შემთხვევაში. თუმცა ასევე ნათქვამია, რომ 2018 წლის 8 თებერვალს N780 ბრძანებაში შესული ცვლილებით6 , აღნიშნული ხარვეზი აღმოიფხვრა და განისაზღვრა დანამატის გაცემის კრიტერიუმები და გასაცემი თანხის ზედა ზღვარი.

აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს რეკომენდაციებითაც მიმართავს. სარეკომენდაციო ბარათში კი აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე სამსახურის საშტატო რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არ უნდა აჭარბებდეს წლის განმავლობაში ფაქტიურად დასაქმებულთა რაოდენობას