ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საქართველოში თავის მისიას ასრულებს. ამის შესახებ ჰერმანმა სასტუმრო "თბილისი მერიოტში", ჟურნალისტებისთვის გამართულ მიღებაზე განაცხადა.
ჰერმანმა ევროკავშირის ელჩის რანგში 2014-2018 წლების საქმიანობა შეაჯამა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. ამ კონტექსტში ელჩმა ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების გაფორმებას და უვიზო მიმოსვლას.
იანოშ ჰერმანს ევროკავშირის ელჩის პოსტზე შვედი დიპლომატი კარლ ჰარცელი შეცვლის.