საპრეზიდენტო არჩევნები 2018 და „ქართული ოცნების“ კანდიდატი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კოაბხიძე აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტია სამ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს:
„ჩვენ არ ჩამოგვიყალიბებია ჩვენი პოზიცია. ჩვენ გვაქვს ჯერ დაახლოებით სამი კვირა დრო იმისათვის, რომ საბოლოოდ მივიღოთ გადაწყვეტილება და განვაცხადოთ ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ისევ არ საუბრობენ, იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, რომელსაც ისინი მხარს დაუჭერენ.
„ჩვენ ვთქვით, რომ მხარს დავუჭერთ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს, თუ დავინახავთ, რომ ამის საჭიროება არის. თუ ვინ იქნება კანდიდატი, რომელსაც ჩვენ დავუჭერთ მხარს, ეს უკვე მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი დარეგისტრირდება და ძირითადი სპექტრი არჩევნებში მონაწილეების იქნება უკვე ცნობილი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.